Sunday, March 22, 2015

რატომ ხოცავენ ქალებს


   ამ პოსტში დავწერ რატო მოიმატა ქალების მკვლელობათა რიცხვმა ამ ბოლო წლებში, საით მიდის ჩვენი საზოგადოება, და რო არაფერი გვეშველება და დაერხა საქართველოს იმას.
   უცნაურად მოხდა რომ, ამ თემაზე, ჩემს საკუთარ ფიქრებში, დიდი ხნის განმავლობაში ყურადღება საერთოდ არ გამიმახვილებია. მაგრამ, ერთ მშვენიერ დღესაც ავდექი, დავჯექი, და გადავწყვიტე გამეგო ჩემი ღირებულებებისა და რეალობის ფილტრში ამდენი სიკვდილი, სისასტიკე და პანიკა როგორ გაივლიდა. პრესისთვის თვალის მიდევნება ყოველთვის იმედგაცრუებით მჭყეპდა და არც ახლა გამიცრუა იმედი იმედგაცრუებამ. ყველა ვინც ამ საკითხზე ალაპარაკდა ან საფრთხობელა იყო ან ტროლი, საფრთხობელები გაიძახიან ვაიმე რა გვეშველება, გვენძრევა, ვიხოცებით, გადავშენდებით, ქალებს გვირტყამენო. ტროლები კი მსხვერპლს ადანაშაულებენ და ცდილობენ როგორმე ან ღმერთი ჩაგვჩარონ ან ახალ თაობებს გლობალიზაციას და მასონებს ერთ ქვაბში ჩახარშვის მერე გადააჯვან.
   დაე მარცხენა დუნდულაზე მარჯვნიდან მაკოცოს ყველა ტროლმა და ყველა საფრთხობელამ, შალვაა ჩვენსკენ ვიწყებთ:
   პრობლემაზე ჩაღრმავება როდესაც დავიწყე, ყველაზე მეტად გამაკვირვა იმ ფაქტმა, რომ ზემოხსენებული დანაშაული აფეთქდა. ოთხი წლის წინ რატომ არ გადახოცეს ქმრებმა ცოლები, ძირითადად იგივე ხალხი არ იყო დაოჯახებული? იგივენაირად აგრესიულები, ბნელები და საშიშები იყვნენ მაშინაც და ეხლაც, მაგრამ რატომღაც არც სამსახურში უვარდებოდნენ პისტოლეტებით და არც შუა ჭავჭავაძეზე ჩეხავდნენ კატანებით.
   იმის გამო რომ მკვლელობათა ასეთი აფეთქება საშუალო სტატისტიკურ გადახრაში ვერაფრით ჩაეკვეხება, ესე იგი რაღაც უფრო ფართომასშტაბიანი ხდება და ვერ ვატყობთ.
   ჩემი აზრით მამრები არ გასასტიკებულან. ამას იმიტომ ვამბობ რომ დაწყნარდა ცხოვრება, ქურდებს ჩაენძრათ, ქუჩაში საქმეს ვერ გაარჩევ თუ მენტი არ გიდგას გვერდში, თან პატრულებითაა გატენილი, სკოლის ბავშვები დაჭრის მაგივრად ერთმანეთს Фეისბუქებს უტეხავენ და მოკლედ რომ ვთქვათ გასატრაკებელი აღარ დარჩა ბევრი და გამტრაკებლებიც შეცოტავდნენ, პოლიციაში მისვლისთვის საზოგადოებიდან განკვეთა და მუცელში დანა აღარ გვემუქრება და ასე თუ ისე ასწორებს რა. იაფი ლუდისა და იოლი ქალების მაძიებელი ორდა როგორც ყოველთვის კაზინოს, სმასა და ნძრევას შორის ანაწილებს თავის უბადრუკ დროს და ამაში არაფერია ახალი. საზოგადოდ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მამრობითი სქესი საგრძნობლად დაწყნარდა.
   გენდერული თანასწორობის თვალსაზრისითაც უფრო და უფრო წინ მივჩოჩავთ, ქალის მუშაობა აღარ გვიკვირს, ქმარს თუ გაშორდი ავტომატურად ბოზი აღარ ხარ, სიგრძეში დაიკლო კაბებმა, შარვლებმა, ფაჩარმა. მეტი ქალია დამოუკიდებელი, მეტი სწავლობს, მუშაობს ან ორივე ერთად. ყოველდღე ხედავ ქუჩაში თავისუფლების მაშხალებივით (ედვარდ კაცი ხარ) ანთებული სიგარეტებით გოგოებს და ტვინს არ უტყნავ, იმიტომ რომ იცი შენი ტრაკის საქმე არაა. ნელნელა სწავლობს ხალხი რომ თუ გოგოს ქორწილამდე სექსი ცოდვად არ მიაჩნია იმას არ ნიშნავს რომ მოგცემს. მესმის ვინმე რატომ შეიძლება ახლანდელი მდგომარეობით უკმაყოფილო იყოს, მაგრამ ეშმაკის თახსირზე უნდა ცხოვრობდეს კაცი უზარმაზარი პროგრესი რომ უარყოს.
   მაგრამ სუ უკეთესი რაღაცეები რომ ხდება რა გვეტაკა ასეთი ხოცვაჟლეტები რომ არ ნელდება? მე გეტყვით სიმონ!
   ნაბიჭვარი მუწუკის მოძრობის მერე სისხლი რომ მოდის ხოლმე გინახავთ? გინახავთ!
   ექვსქულიანი ძღნერდემონას გამოცხობა უმტკივნეულოდ რომ არ ჩაივლის ხოლმე იცით? იცით!
   საქმე იმაშია რომ ათი წლის წინ ქმარგაცილებულ ქალს უამრავი ოჯახი უკან არ მიიღებდა. არ არსებობდა არავითარი თავშესაფარი. გაცილებით ნაკლები სამუშაო ადგილი იყო ქალისთვის და გაცილებით ნაკლებს იხდიდა.
   ათი წლის წინ ქმარს თუ გაექცეოდი, იმისდა მიუხედავად რა დღეში გექნებოდა სახე ბოზი იყავი.
   ათი წლის წინ ოჯახისგან და საზოგადოებისგან გარიყული "ბოზი" გვერდებს მოიშუშებდა და ისევ იმ მანიაკს დაუბრუნდებოდა რომელთანაც დაბრუნება არ ასწორებს.
   და იმის გამო რომ გასაქცევი ასეთი ცოტა იყო, ბევრ დედამოტყნულ მანიაკს, თავისი დედამოტყნულობის სრული პოტენციალის გამოვლენა არასოდეს დასჭირვებია– რატომ უნდა სდიო ქალს რომელსაც დედამისი თმებით მოგითრევს, რატომ უნდა დაემუქრო ქალს რომელსაც შენს მაგივრად მამამისი დაემუქრება, როგორ უნდა გადაუწვა სახლი იმას ვისაც ღამის გასათევი არ გააჩნია. და ასე ცხოვრობდა ზოგიერთი განსაკუთრებით უიღბლო ქალი განსაკუთრებულ მანიაკებთან ერთად.
   ერთ მშვენიერ დღესას ჰაერში პროგრესის სუნი დადგა, გაჩნდა წასასვლელიც და მხარდაჭერა თუ არა, ხელის ნაკლებად შეშლა მაინც. უამრავმა ქალმა არჩია არასასურველი ურთიერთობებიდან თავის დაღწევა და დამოუკიდებლად ცხოვრება. მაგრამ აი ცოტას, ცოტას მაგრად დაენძრა. დაავიწყდათ, ან ვერც წარმოედგინათ რამდენად არანორმალურებთან ქონდათ საქმე.
  ცოტას განსაკუთრებული ფქიქოპატები ყავდა, აი ისეთები თუ არ დაუჯერებ რომ მოგკლავენ. აქამდე თუ მარტო ფულით და დაშინებით აკავებდა აწი ვეღარ აკავებს. ალბათ მილიონ კაცს უთქვამს "მოგკლავ და თავს მოვიკლავო" ხოდა აგერ ა– ოცდარაღაცამდენმა შეასრულა. ზოგმა მთლიანად, ზოგმა მარტო პირველი ნაწილი.
  რაღაც დეფექტური გზით ამდენი ქალის მკვლელობა პროგრესის ნიშანია, ერთ მოკლულ ქალზე ორმოცდაათი განთავისუფლებული ქალი მოდის. და ამ თავისუფლების საფასური არ გადაუხდიათ არც გმირებს არც მთავრობას, არც მამაცებს, არც ზარმაცებს, არც წმინდანებს. საფასური გადაიხადეს შემთხვევითმა მასტებმა რომლებიც ცხოვრებამ ისე გამოალაყა რეალური საფრთხის აღქმის უნარი საერთოდ აღარ შერჩათ. ეს მსხვერპლი თავდადება არ ყოფილა, ცვლილებათა თანამდევი ზიანია რომელიც ვიღაცამ უნდა გაიღოს ხოლმე.
   და ცხოვრება ასე მუშაობს, თუ უბანში ყველაზე საშიში ტიპს მიყვები– შენ შუა გზაზე გაშრები თუ არა– ბოლომდე წასვლა მოგიწევს. ხო გახსოვს რატო შეგიყვარდა– ყველას რომ მაგის რომ ეშინოდა და რიდი ქონდა, ეხლა აღარ გიყვარს? ყველას მაინც ეშინია და რიდი აქვს. ვოპა ხაფანგი. ფსიქოპატისგან კიდე პოლიცია ვერ დაგიცავს, პოლიციას ჯერ დანაშაული სჭირდება, რომ დასაჯოს მერე. დანაშაული როცა მოხდება კიდე უკვე გვიანია.
   წარმოიდგინეთ კიდე რამდენია გზაში, ბევრი დალეწილი ადამიანი, რომლებსაც იმედი და დაცულობის ყალბი შეგრძნება შეიწირავს, რომლებიც ხშირად არ არიან კარგი დედები, კარგი მეზობლები, კარგი ადამიანები მაგრამ თავისუფლებას მაინც იმსახურებენ.
   მოვლენა იმდენად რეგულარული გახდა პრესას ყურადღების მიქცევის თავიც აღარა აქვს და რამდენად სასაცილოც არ უნდა იყოს, კიდევ კარგი! ძუძუებიან სოციალიზმს (ფემინიზმს) უფრო ნელა ჩაგვჩრიან ყელში.
   მეორეს მხრივ– რამდენად გაგვიცვდა ემპათია რომ უძველეს ხრიკებზეც აღარ ვეგებით. ჩემი ღირებულებათა სისტემისა და მოსაზრებების გამო უნდა მიხაროდეს ერს ცხელ გულზე ყველა თავის განრიგს რომ ვერ გვტენის, მაგრამ არ მიხარია :| . რას იზამ, ნავარჯიშები ვართ რომ ვჭამეთ იმის გაცნობიერებაში და აღარ გვჯერა არაფერი. ეხლა ისღა უნდა გავიგოთ ასეთი გაუგრძნობლება ვისი განრიგის ნაწილი იყო.

too long didn't read :პროგრესი აგრესიულ გადმონაშთებს უფრო ააგრესიულებს, და რაღაც პონტში ბუნებრივად ხდება ეგ ამბები.
P.S. ედვარდის გვარს ვინც პირველი დააკომენტებს სწორად, გახეხილი ყველის შესანახ სპეციალურ კონტეინერს მოიგებს.
P.P.S. ვეცდები კვირისთავისკენ ერთი საკაიფო პოსტი გამოვაცხო და მობრუნდით;) და პოსტის რა ნაწილი საჭიროებს წესიერად განვრცობას ყოველთვის გამახარებს
P.P.P.S. კარგი, ცუდი, ბოროტების დაწერა არ დაგავიწყდეთ! სულ ზემოთაა, კარმა დაგიფასებთ

No comments:

Post a Comment