Monday, December 16, 2013

ღმერთი, მთავრობა, მინეტი და ბურგერები.

  ზოგს გახსოვთ და ზოგს გსმენიათ როგორ მიაწყდა ხალხი სექტებსა და ეკლესიებს საიუზის დაშლის შემდეგ–ძალიან. და ამ პოსტში გეტყვით რატომ.
  კიდევ გეტყვით რატომ არიან მემარჯვენეები უფრო მორწმუნეები და მემარცხენეები ნაკლებად.
  კიდევ გეტყვით როგორ უნდა შემოაპაროთ სასიყვარულო ურთიერთობაში მინეტი.
  კიდევ გეტყვით როგორ შემოგაპარეს მინეტი.
  სიღრმისეული მარტო მინეტის დროს ვიქნები.
  ღმერთია ჩვენსკენ, ვიწყებთ.

Sunday, March 10, 2013

თეთრი კაცის აღსასრული

   თეთრი რასა მსოფლიო მოსახლეობის 16%ია.
   თეთრი რასა დედამიწის ჩრდილო ნახევარსფეროს ჩრდილო ნაწილშიაკონცენტრირებული.
   თეთრი რასა ღარიბდება.
   როგორ ღარიბდება? სტანდარტულად! დასავლეთის დანარჩენ მსოფლიოზე აღმატებულების მთავარი მიზეზი განათლება იყო, საშუალო კლასის არსებობა, მაღალკვალიფიციური სამუშაოები და პერო. ჩვენივე მიმოფრქვეულმა ცივილიზაციამ ის გონებრივი სამუშაოები, რომელიც აწინაურებდა ევროპელებსა და ამერიკელებს (ინფორმაციული ტექნოლოგიები, მეცნიერებები) გაადინა და მიადინებს აზიისკენ, აზიაში იმაზე მეტი მაღალკვალიფიციური მეცნიერია ვიდრე ევროკავშირსა და აშშ ში ერთად, ეს აისახება ინოვაციებზე, ტექნოლოგიებსა და ეკონომიკაზე. ისეთი სამუშაოები, რომლებიც ადრე საშუალო კლასის ადამიანისთვის იყო ზედ გამოჭრილი ეხლა სინათლის სიჩქარით მიფრინავს ინდოეთში, ჩინეთში, ოკეანიაში სადაც იგივე მიკროსქემის უკეთესი ინჟინერი ათჯერ იაფად მუშაობს, და მის დასაქირავებლად მარტო ინტერნეტია საჭირო. ამის მიზეზი კი მარტივია, იაფფასიანი ლეპტოპის პატრონს, დღევანდელ სამყაროში უკვე ხელი მიუწვდება უზარმაზარ ცოდნაზე, ყველას მიუწვდება ხელი ცოდნაზე, შესაბამისად განათლება დღეს ისეთივე უნარი ხდება როგორიცაა ჩაქუჩის სწორად მოქნევის ცოდნა. ყვითლებმა დიდი ხნის წინ ჩაულაღლაღეს თეთრებს "ლურჯი საყელოს" მუშახელის სიიაფეში, სადაცაა ბოლომდე წაიღებენ თეთრ საყელოსაც.  და პერო?