Thursday, May 1, 2014

თეოფილე ზლუგუს ამბავი

   გორილებს ძალიან პატარა ყლე აქვთ და კიდევ უფრო პატარა ყვერები.
   შიმპანზეებს მოზრდილი ყლე და ატმისხელა ყვერები აქვთ.
   ადამიანებს შიმპანზეებზე პატარა, მაგრამ გორილებზე დიდი ყვერები გვაქვს, და მაიმუნისებრებში ყველაზე დიდი ყლეები.
   ერთი შეხედვით ეს გასაკვირია, მაგრამ საკმაოდ ლოგიკური– რაც უფრო ბევრი განსხვავებული პარტნიორი ყავთ კონკრეტული ჯიშის მდედრებს, ამავე ჯიშის მამრებს უფრო ძლიერი რეპროდუქციული სისტემა სჭირდებათ და უკუღმა.
   გორილას დიდი ყლე საერთოდ არ სჭირდება, იმიტომ რომ თავის ჯოგში ერთადერთი მამრია რომელსაც ტყნაურის უფლება აქვს, შლანგი ებმება თუ ნემსი ვერცერთი მდედრი გაექცევა მის ალერსს. აი შიმპანზეებში კი ყველა ყველასთან ტყნაურობს, (ვაჟებისა და მათი დედების გამოკლებით) რის გამოც მამრ შიმპანზეებს უზარმაზარი ყვერები განუვითარდათ, რათა რაც შეიძლება მეტი სპერმა მიმოფანტონ რომ რომელიმე მდედრის კვერცხუჯრედამდე მაინც მიაღწევინონ მცურავებს დანარჩენი 10–30მდე შიმპანზის მცურავებზე ადრე.
   ათასწლეულების წინ ცხოველი ადამიანიც დია გარყვნილი არსება იყო.
   პორნოგრაფია იმიტომ აღგვაგზნებს რომ, დიდი ხნის წინ სექქსს თუ ხედავდი იმას ნიშნავდა რომ შენც შეგხვდებოდა და კარგს იზამდი თუ რიგში დგომისას შეემზადებოდი. პენისის შუბისებრი ფორმის დანიშნულება ქალის ვაგინიდან იმდღანდელი პარტნიორების ჩარჩენილი სპერმის კარგად გამოფხეკაა სანამ შენსას შეასხამ, შენი გამრავლების შანსების გასაზრდელად.
  დიდი ყლეყვერი უკეთესი ფხეკისა და მეტი სპერმის წარმოების უნარით გარანტიას იძლეოდა რომ 10 ბავშვიდან ერთი მაიც იქნებოდა შენი. თავად ქალის ორგაზმიც ჩასახვის შანსებს ზრდის და ალბათ ამან დააკავა ადამიანის ასო მზემდე გაზრდისგან.
  ბავშვებმა შიმპანზეებივით მარტო დედა იცოდნენ და ყველა მამა იყო. ამიტომ არსებობდა სისტემა სადაც ბავშვების უმრავლესობას დიდყლეყვერიანი ალფები აკეთებდნენ (დიდი ყვერები=მეტი ტესტოსტერონი=აგრესია+ჯანმრთელობა=მეომარი) მაგრამ ბავშვებს ყველა თანაბრად უვლიდა.
   ერთ მშვენიერ დღესაც ერთმა დაბალმა და მახინჯმა მასტმა რომელსაც დღეში მარტო ერთი ტყვიის გასროლა შეეძლო და მიკროინსტრუმენტით მუშაობდა გააცნობიერა რომ ტომში არცერთი ბავშვი არ იყო დაბალი და მახინჯი. გააცნობიერა რომ სექსი კი ქონდა, მაგრამ ამ სექსისთვის ნადირობდა, თევზაობდა, თავს სწირავდა, მაგრამ ბავშვებს ვერ იღებდა. ანუ მიხვდა რომ უნებლიედ მონაწილეობდა პროსტიტუციაში, და კიდევ რომ წველიდნენ და აპოლონჩიკების ნაყვერტალს აზრდევინებდნენ, და რომ მისი გენები ისე დაიკარგებოდა როგორც კუილი ქარში...
   თეოფილეს დედას ძალიან ფართე თეძოები და ძალიან პატარა ძუძუები ჰქონდა.
   ერთ ცივ და უბედურ ზამთარში დაიბადა თეოფილე, სულ ბანჯგვლიანი იყო და არ ტიროდა, რაც იმას ნიშნავდა რომ სუსტი ძვლები და კიდევ უფრო სუსტი ფილტვები ექნებოდა, დედამ და დედის გარშემო შემოკრებილმა ტომმა რომ დახედეს იფიქრეს ამას დანძრეული აქვს ვერ გაქაჩავსო და ძაღლებისთვის გადაგდება დაუპირეს.
   ზამთარში, ტყეში, როცა ტომში ყველაზე მაძღარ ადამიანს სამ დღეში ერთხელ თუ ქონდა ნაჭამი, სუსტი ბავშვი რომელიც არავითარ პირობას იძლეოდა ვერ გაძლებდა. ეს იყო დრო როცა დედობრივი ინსტინქტიც კი აცნობიერებდა რომ ბავშვისთვის სიკვდილი სჯობდა.
   რა იცოდნენ საცოდავმა ველურებმა რომ ძაღლებს აჭმევდნენ რჩეულს, ადამიანს, რომლის დაბადებასაც შიშითა და სიხარულით ელოდა ევოლუცია. ადამიანს, რომელის იქამდე უნახავ ბედნიერებას და უბედურებას მოუტანდა კაცობრიობას.
   რა იცოდნენ საცოდავმა ველურებმა რომ ზოგჯერ დედობრივ ინსტინქტზე უფრო ძლიერი მამობრივი ინსტინქტი შეიძლება აღმოჩნდეს. (ცოდვა გამხელილი ჯობია და თეოფილეს დედა ისეთი ბოზი იყო რომ სპერმის კოქტეილის ერთი ოცდამეათედის შემომწირველს უფრო მეტი სიყვარული და მზრუნველობა ჰქონდა ბავშვისადმი. )
  ალბათ მკითხველი უკვე მიხვდა რომ ის დაბალი და მახინჯი მასტი თეოფილეს მამა იყო, ზლუგუ.
  ზლუგუ ჭკვიანი არ ყოფილა, არც ძლიერი, არც ლამაზი, ადამიანის არსებობისთვის ყველაზე შეუფერებელი დროისთვის ყველაზე შეუფერებელი ყლეობაც შეიძლებოდა გეწოდებინა მისთვის, მაგრამ ერთი რამ ქონდა რაც ყველასგან განასხვავებდა, იცოდა რომ ყლე იყო, იცოდა რომ "ჭამე, გადარჩი, გამრავლდის" თამაში აგებდა, სხვებზე ორჯერ მეტი ხილის მიტანა უწევდა მდედრებთან რომ მათზე აფოფხების ნება დაერთოთ და ამ შემთხვევების ნახევარში უბრალოდ ართმევდნენ ძღვენს, ცემდნენ და ჯიშიანებთან სატყნაუროდ გარბოდნენ.
   ამიტომ იყო რომ თეოფილეს სიმახინჯე და საცოდაობა ზლუგუსთვის ყოვლისმომცველი შემთხვევითობის მიერ ნაბოძები ნიშანი იყო, იმისა, რომ შანსი ეგეთ უბადრუკსაც ქონდა.
   მან აიყვანა ხელში ყველასგან განწირული ბავშვი და თავისი სახელი დაარქვა, იმიტომ რომ დებილი იყო, თუმცა არსებობს სხვა არგუმენტიც– აუცილებელი იყო ბავშვში საკუთარი თავი დაენახა, იდენტობა აერია, რომ შესძლებოდა ის ურთულესი გზა გაევლო რომელიც მხოლოდ დებილებს რომ შეუძლიათ ისეთი ბრმა და მტკიცე რწმენით აირჩია.
   ცოდვა გამხელილი ჯობია და გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო, გემახსოვრებათ ალბათ, ზლუგუს ქალებისთვის ორჯერ მეტი ნუგბარის მირთმევა რომ სჭირდებოდა, სხვებზე უკეთ შოვნა კი ვერ ისწავლა მაგრამ სხვებზე უკეთ ისწავლა მომარაგება და გადამალვა. სანამ თეოფილე პატარა იყო რძის მოწოვებაში უცვლიდა თანატომელ დედებს ზამთრის მარაგს, მერე ცოტას ჭამა და ცოტას ლაპარაკი ასწავლა, მოკლე გზებით სიარული, ბნელი და თბილი სამალავები, ყოველთვის ისეთ ადგილას დადგომა, ვერავინ რომ გამჩნევდეს, იმდენის მოპარვა აქტიური ძებნა რომ არ დაგიწყონ და ისეთი ქალის არჩევა საჭმელს რომ მიუტან რომ არ გცემს(თუმცა როგორც მერე შევიტყობთ, ეს ალბათ კარგად ვერ უსწავლებია).
  ცხოვრობდნენ ესე ნელნელა, წყნარად და ფარულად, სანამ ზლუგუ სიკვდილის პირას არ მივიდა, ბოლო სამალავები არ გაანდო თეოფილეს და არ მოკვდა.
  თეოფილეს მამის სიკვდილმა ცხოვრებაში პირველად აგრძნობინა მარტოსულობა და მოიქცა ისე როგორც ამ დროს მამრები იქცევიან ხოლმე, დაითრია საიდუმლო მარაგებიდან ყველაზე ძვირფასი, ერთი რაც იმ დროს ქონდათ ქილის პონტში თაფლი, და მუტლის საძებნელად გაეშურა...
  გაიარა ათი მეტრი, შევიდა მეზობელ გამოქვაბულში, იქ რომ ფართოთეძოებიანი სპერატა ცხოვრობდა თაფლი აჩვენა, სპერატამ აიღო თაფლი და შედარებით ბნელ კუთხეში რო სპარტაკა იწვა იმას შესძახა, გამოაპანღურეს ჩვენი თეო.
  თეოფილე მიხვდა რომ მამამისზე უარესი იდიოტი იყო, და რომ ეგეთი სასწაული მეორე თაობაში აღარ განმეორდებოდა, და რამე რომ უნდა ეღონა.
  ღამეს დაელოდა, ტყესთან ყველაზე ახლოს გამოქვაბულში რომ ნორჩი და მსუბუქი გოგო იყო იმას წამოეპარა, ლეწა თავში კეტი და წაათრია ტყეში რომ თბილი ორმო იცოდა იქ.
  იბრძოდა თავიდან გოგო, მაგრამ ჭამა მაშინაც ჭირდებოდათ ადამიანებს, ერთ კვირაში თაფლის დანახვაზე მონჯღრეული ფარგალივით გადაშალა ფეხები და აღარც დაუხურავს იმის მერე. თეოფილე კი იყო მახინჯი და საზიზღარი მაგრამ ტრაკის განძრევა რომ არ უწევდა და ჭამაზე ჩალიჩი ეგ მოეწონა. მოეწონა რაა ეხლა– ვინ ეკითხებოდა, შეეგუა აზრს რომ ორგაზმები აღარ იქნებოდა და დაიწყო თავის თავზე უფრო მახინჯი და თეოფილეზე უფრო ლამაზი ბავშვების დაყრა.
  აი ასე შეიქმნა პირველი ოჯახი...
თუ ბი ქონთინიუდ ა გეს