Monday, July 25, 2016

სტენკის მნიშვნელობა, დრო და ადგილი დალაგებული ერის მისაღებად


  "აქანა დავდგამ სტენკას" ანეგდოტი ყველამ იცის უკვე, მაგრამ თქვენ ჩემი გაოცება უნდა გენახათ სიტყვა "სტენკა" როცა დავგუგლე კედელზე გაწოლილი კარადები რომ ამოცვივდა, არ ვიცოდი, კედელი მეგონა და კილო მაცინებდა, უფრო განათლებულს რომ მომესმინა ეგ ანეგდოტი უფრო გამეცინებოდა მაგრამ წარსულს ვერ დააბრუნებ, ასე რომ შალვას წყალობით დავამთავრებ შორიდან მოვლაზე შორიდან მოვლას რომ შორიდან მოვლა დავიწყო.
  შორიდან მოვლა სიკეთეა.
  სიკეთე კაია.
  ქალები ბავშვებს აჩენენ, შეუძლიათ. ყველას აქვს ჩაშენებული მაღალტექნოლოგიური გენეტიკური ლაბორატორია რომელიც ცხრა თვის განმავლობაში ახალი სიცოცხლის აწყობის ოთხმოცდა ცხრამეტ პროცენტს აკეთებს და ამასთან ერთად მარკეტინგისთვისაც ყოფნის დრო, ენერგია და სინოტივე. კაცებს შლანგი გვაქვს.
  მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიის მოვლა ხარჯიანია უფრო და შლანგის პრობლემების უმრავლესობას თუ გარეცხვა–გამზეურება შველის, სეზამს უფრო დახვეწილი დასუფთავების სისტემა ჭირდება, ორმოცი ყაჩაღი რო გამართავს ღრეობებს და ჩხუბს და სისხლის ლაქებია კედლის ხალიჩიდან ამოსაყვანი ძნელია უფრო რა.
  ამიტომ გამოდის წყობიდან ლაბორატორია უფრო ადრე, კვერცხუჯრედის ხარისხის გასათვალისწინებელი გაუარესება 26 წლის ასაკიდან იწყება და მერე ოცდაანებში ურტყამთა გუუთხოვარ გოგრუცუნებს "ბავშვის ცოფი" (беиби rabies ის კალკი ამჯერად), ანუ ნაყოფიერების ფანჯარა რო იკეტება და გაძვრომის მოსასწრებად უკიდურესად არეულ ემოცებს რომ განიცდიან და უტვინო გადაწყვეტილებებს იღებენ შეწყვილების საკითხებში.
  მთელ ამ ბაზარში მთავარი ყლეობა ისაა, რომ ტვინი ზრდასრულობას ოცდახუთი წლის ასაკში აღწევს, ოცდახუთი წელი უმრავლესობისთვის უნივერსიტეტის დამთავრებისა და კარიერის აწყობისთვის საკმარისი დრო არაა. ამ ორივეს შემთხვევაშიც კი, ცოტა ადამიანი ახერხებს დამოუკიდებელი პიროვნების ჩამოყალიბებას.
  შესაბამისად, შვილის დროზე ყოლის (26 წლამდე) გადაწყვეტილებას ჩემი პირადი მიზოგინისტური სტანდარტით აუცილებლად დებილი გოგო იღებს, საიდანაც გამოდის, რომ სწორ გადაწყვეტილებებს მარტო სულელი ქალები აკეთებენ– რაც აბსოლუტური აბსურდია და ასეთი სტანდარტით მოხელმძღვანელე ხალხი დალაგებულობის ილუზიის შექმნას დიდ ხანს ვერ ახერხებს ხოლმე.
  ამას დავუმატოთ ის, რომ ბავშვის აღზრდა პონჩიკების გამოცხობა არაა და იმის შემდეგაც კი, რაც გოგო სწავლას მორჩება, ახალი სიცოცხლის ჩამატება სერიოზულად ართულებს კარიერას, ხოლო თუ კარიერას არაფერი არ დაკლებია გარანტირებულად დააკლდა ბავშვს. ბავშვის წესიერ აღზრდას რაც ჭირდება ამაზე აქ არ განვავრცობ, მერე იყოს. ერთს აღვნიშნავ მარტო: მამას, მამა ჭირდება ყველა სხვა კომპონენტზე მეტად და კაი მამის შოვნა ძნელდება და ძნელდება.
  მერე მთელ ამ უღმერთო სუპს გემოვნებით მოვაყაროთ თვიურები და გაიგებთ რატომ ვუყურებ ეჭვის თვალით ემოციურად გაწონასწორებულ ქალს. განა ვერჩი რამეს, არ მჯერა ხოლმე, სულ მგონია რომ რაღაც მზაკვრული შეთქმულების სისრულეში მოსაყვანად ჭირდება დალაგებულად თავის წარმოჩენა, მე გავაფრენდი და მაგიტომ.
  რატო ხდება ეხლა ეს, ნაბოზარმა ევოლუციამ ერთი სქესი დაასპეციალიზა ბავშვების ჩეკვასა და სოციალურ მანიპულაციაში, მეორე მუშაობასა და ომში, ერთს საჭმელი მოქონდა, მეორეს ლაბორატორია და ხარობდნენ ასე კაი ხანს. ჯიშის გაგრძელებისადმი გაღებული უზარმაზარი ბიოლოგიური მსხვერპლის გამო ქალი უკეთესად იყიდება, ქალის ცრემლები უკეთესად მოქმედებს, ქალის კივილი დამცველის ინსტინქტს აღვიძებს და ქალის ცემა კაცის ცემაზე უფრო დიდი დანაშაულია. ერთსა და იმავე კრიმინალზე ქალები ნაკლებ სროკს იღებენ, გაყრისას ბავშვები უფრო რჩებათ.. ბევრი რამეა რომელიც განსხვავებას აბალანსებს. შორიდან დანახულიც კი, ქალის სილუეტის მიმოხვრა–თამთამი კაცის ტვინში პირველყოფილი ინსტინქტების სიმფონიას უკრავს და ინტელექტუალურ შესაძლებლობებს ანახევრებს.
  კიდევ ბევრი მამაძაღლობაა ჩაშენებული ბიოლოგიაში. ხშირი სექსის დროს ქალის ორგანიზმი ამაღლებს ოქსიტოცინის წარმოებას, ოქსიტოცინი ის ქიმიკატია რომელიც სიყვარულში გერევათ ხოლმე კაცობრიობას, კავშირის, სითბოებისა და სიცოცხლეობების ქიმიკატი, ბავშვებს აკვანშივე რის გამოც არ ახრჩობთ ეგაა ოქსიტოცინი. ხოდა ბევრი რეგულარული სექსის დროს ეგ ემატება ქალს, უყვარდება. კაცი სექსიდან უფრო მეტად დოპამინს იღებს, ბედნიერებაში რაც გერევათ იმ ქიმიკატს, და რაც უფრო მეტი სექსი აქვს კოკაინივითა და ძალაუფლებასავით კიდევ უფრო მეტი უნდება, მაგრამ რაც აქვს ის აღარ ყოფნის იმიტომ რომ დოპამინის რეცეპტორები იწყებენ მოჩლუნგებას და იგივე ქალი იმდენივე აღტაცებას აღარ იწვევს, ახალი ხორცი ძიება იწყება გაუცნობიერებლად. განა კაცი არ გამოყოფს ოქსიტოცინს, ყველას გვჭირდება, მაგრამ ყველაზე მეტად ოქსიტოცინის ლობი მაშინ ძლიერდება კაცის ტვინში როცა ქალი ფეხმძიმდება და აჩენს ბავშვს. ამ დროს კაცს ცხრა თვის განმავლობაში ტესტოსტერონის წარმოება ოცდაათი პროცენტით ჩამოუქვეითდება და დამცველის ინსტინქტის მონადირის ინსტინქტთან თანაფარდობა დამცველის ინსტინქტის სასარგებლოდ ეცვლება.
  ტრადიციული ოჯახი სწორედ ამ პრობლემაზე პასუხის მონახვას ცდილობს, ჯერ ქორწილამდე სექსს უშლის ხალხს, მერე ქალ და ვაჭწულებს ეგრევე თაფლობის თვეში უშვებს. ქალი ფეხმძიმდება, ბიჭმა ისეთი სიამოვნება განიცადა რომ იგივეს განსაცდელად მარტო ცხრა თვეს კი არ მოითმენს კაცსაც კი მოკლავს და ამასობაში შეთქმულებით შემოდის ბავშვი,– მამას დედა ყელში რომ არ ამოუვიდეს და სევდებში არ ჩაცვივდნენ საზრუნავს აჩენს, მამის ტვინს ჰაკავს, ტესტოსტერონს ამცირებს, ოქსიტოცინს უმატებს და შესაძლებელს ხდის რომ ერთმა ქალს და ერთმა კაცს ერთმანეთთან სექსით მიღებადი სიამოვნება ცხოვრებაშივე არ ამოეწუროთ და სიკვდილამდე სჯეროდეთ სიყვარულის.
  ორი ათასი წლის წინ ესეთი დოპამინ–ოქსიტოცინის ბალანსების ოპტიმიზაციის ფორმულა იყო. მის მერე ადამიანის ჰორმონალური მოწყობა თითქმის არც შეცვლილა, სამაგიეროდ რადიკალურად შეიცვალა თამასა სიმართლის მტკიცებისათვის, ადამიანების მათთვისვე სასარგებლო მოქმედებებში ღმერთით შეტყუება ძნელი გახდა რადგან ბევრი ხალხი შეიტყუეს იგივე ღმერთ(ებ)ის სახელით სასაკლაოებზე. თან მეცნიერება განვითარდა და მეორეხარისხოვან დიქტატორებსაც კი, მართალია წარღვნის გამოწვევა არა, მაგრამ ქალაქების ადგილას მხრჩოლავი მკვდარი ლაქების დატოვება შეუძლიათ. დიდი რკინის ყლეებიც გავუშვით კოსმოსში, სამგანზომილებიანი პორნოც გვაქვს და სატელიტებითაც ვთამაშობთ პოკემონს.
  მე ქრისტიანობა პას, თავისი ათი ათასი სხვა რელიგიიანად რომელიც მოგიგონიათ და მოიგონებთ კიდე. დაკვირვებადი სამყაროს ზომა იმდენად დიდია ჩვენს ცოდნასთან შედარებით რომ უპაწაწკუნტელესი შანსია უპაწაწკუნტელესი შანსი იყოს ადამიანებს სიმართლის ნატამაზეც კი გვქონდეს პრეტენზია, ჩათლახმა სოკრატემ რომ თქვა აზრზე ვარ რომ აზრზე არ ვარო ყველაზე მეტად ეხლაა ჭკვიანური და ყველა, ვინც თავისი საერთო წარმოსახვითი მეგობრით დამიწყებს რაიმეს მტკიცებას ძალიან ძალიან უტვინოდ მიმაჩნია. კარგია რომ თვითონაც ძალიან უტვინო ვარ და სოციალური ურთიერთობა შეგვიძლია, მოვიწყენდით ისე.
  დასკვნა ამ აურზაურიდან: სტენკას ნუ ეხუმრებით, მნიშვნელოვანია, პროსტა სექსამდე უნდა ჩადგა (სმაილი) მერე აზრი არა აქვს, მოტყნული ხარ უკვე, შეიძლება სექსი ვისთან ერთადაც დაიწყე ის სიყვარულით კავდებოდა შენთან, მაგრამ ვისთან ერთადაც ა(მ)თავ(რ)ებ პიროვნებას რომ განაპირობებენ იმ ჰორმონების დონეზე განსხვავებული ადამიანია. ზოგი ამ განსხვავებას პირდაპირ ბოროტებში არ გადაყავს, უმრავლესობა კი.
  ეკლესიას ნუ უსმენთ პოლიტიკაზე, განათლებაზე, სამყაროს ასაკზე, მეორედ მოსვლასა და პრეზიდენტის ინაუგურაციაზე. მოუსმინეთ ოჯახის ფორმის არჩევაზე, იდეები გაითვალისწინ–შეისწავლეთ, ყლე–მუტლის გრძელვადიანი გამოყენების ყველაზე მუშა და საუკუნეებით დამოწმებული გრძელვადიანი დაგეგმარების მეთოდები მაგათ აქვთ. საბოლოო ჯამში რაც გინდათ ის ქენით, ჩემთვის სულ ერთია, არი ხალხი ვისაც ვერაფერი ვერ აძაბუნებს და ეგეთი ვარ მე, ეგეთი ხალხი კიდე ცოტა არის. არც იმდენია რო მთელმა ქვეყანამ მიბაძოთ, ვერც გაუქაჩავთ. მაგიტომ გჭირდებათ რწმენა და ეკლესია იმათ, ვინც ზედმეტი ცოდნისაგან გაჩენილი გაუგებრობის დაძლევა არ შეგიძლიათ, ხოდა აი გაძლევთ კაი რჩევას, ლოზუნგადაც გამოდგება სანამ ბავშვების კოლბებში გაზრდას არ დავიწყებთ კიდევ ცოტა ხანს:
  იაზროვნეთ მეცნიერულად, იტყნაურეთ ქრისტიანულად!
  ატბოი

  P.S. კაი ცუდი ბოროტები წერეთ, უკუკავშირი და რამე, მეტ პწიჩკას დასვამთ მეტს დავწერ, რომ გავიგებ მოგეწონათ– კიდე ორჯერ მეტს დაგიწერთ იგივე თემაზე, რომ გავიგებ რომ არ მოგეწონათ– ასჯერ მეტს დაგიწერთ და ასე...