Thursday, July 2, 2020

თევზების დაკარგვაზედ

ამჯერად უსურათოთ გადავაგოროთ

  იყო დრო როდესაც რომ ამა ნაწერის გარშემო სივრცეში ედონად წოდებულ მართკუთხედებში ფერად - ფერადი თევზები ირეოდნენ და კლიკით ჩაყრილ საკვებს ისე ესეოდნენ როგორც დაღლილ ირმების გუნდი წყაროს ანკარას.  დრონნი მეფობენ და შესაბამისად რაც რომ მოგწონს და გიყვარს იმის გაკონტროლებაზე კეთილშობილური უარის თქმა ყოველთვის არ ჯილდოვდება.
  ზედა მარჯვენა მეოთხედის ნაოჭებიანი ნაწილის ქვედა მარცხენა მეოთხედში ჩაჭმუჭნული მცირე სიბრტყის მობინადრეს ღრმა აზრის ქონის ნოსტალგიამ ღვთის არსებობაზე ფიქრი დააწყებინა.
   ღვთის არსებობაზე ფიქრი საჩოთირო საკითხია რამეთუ პედოფილი მღვდლების ისტორიებით შეიარაღებული პოსტმოდერნი ოპრესიონისტები ტექნოკრატთა სალუკმედ შეგარცხვინებენ და ეგზისტენციალური კრიზისის ინაბარად მიგაგდებენო გვაფრთხილებდა დიდედა და დაუჯერებელი არაა რომ ვინც დავუჯერეთ იმათ შიგადაშიგ ყოველგვარი რაციონალიზმის საპირისპიროდ, მაინც გვინდებოდეს ათასში ერთხელ მტკვრისთვის ფონის მოსინჯვა.
   ყველაფერი წვეტიანი კითხვებით იწყება, დღის წვეტიანი კითხვაა: რაზე ლოცულობს პედოფილი მღვდელი.
  ხო არსებობს ხალხი ეკლესიის მუხაში მოღუნულ ლურსმნებს რომ არჭობს ვისი გახარებაც არ უნდა იმათ არ გასახარებლად, არის ხალხიც ვინც ზაფხულისთვის ერთი ორი კილოს ჩამოყრას ნატრულობს, ყველას რაღაც უნდა, ყველა რაღაცას თხოვს ღმერთს.
  ეგება კეთილშობილმა პადრემ საკურთხეველში ხელები ცისკენ აღაპრო და ზენას შეჰღაღადა "ჰოი უძლეველო, შენი ერთგული და მორჩილი მსახური გევედრები უმბერტოს შუათანა ბიჭი მომატყვნევინეო", რაც უფრო მეტად წამდა რომ მისი ლოცვას შეისმენდა მამაზეციერი ხომ მით უფრო ბუნებრივად მიიღებდა იმას, რომ უმბერტომ ნახევარ საათში თავისი ხელით მიუცუნცულა თავისი შუათანა ბიჭი და პრევენციულადაც მიუტუქსა: "ამ ღვთის კაცს ყველაფერი დაუჯერე და ღვთის სახლში ხმა არ ამოიღო თორე დაგიმტვრევ ღრანჭებსო".
  აბატი დარწმუნებულია(ქვემორე მოხსენიებული როგორც ქრისტოფერი), რომ საკმარისი გულმოდგინებით ილოცებს და უმბერტო თავის უმცროს ბიჭსაც მიუცუნცულებს.
  ქრისტოფერის შეუდრეკელ რწმენას ვერა პოსტმოდერნი ოპრესიონისტის(ქვემორე მოხსენიებული როგორც რობერტო) ინდიანა ჯონსის მათრახივით მოშვლეპილი ენა ვერ შეაყანყალებს.
  სანამ რობერტო (ქვემორე მოხსენიებული როგორც რობერტი) და ქრისტოფერი (ქვემორე მოხსენიებული როგორც ქრისტეფორე) პლანეტ პიცას საიდუმლო ოთახში მოლოხის მოთაყვანეთა ხელგაშლილი დახვედრის სიამეში დამეგობრდებიან, ის გენიალური უვიცები, ვინც დიდებული კომუნისტური მომავლის ფიქრის პოლიცია შემოვუშვით, ბოლომდე ვიბრძოლებთ რომ საკუთარ მატყუარა თვალებს არ დავუჯეროთ.
  თევზებს კლიკები ვერ გააძღობდათ და არც უკლიკობას დაუხოცია, და როგორც თავის დროზე თავისი მარტივი სისაყვარლით განსაზღვრავდნენ ბლოგის იდენტობას, ახლა თავისი არ ყოფნით გაჩენილი ჩუმად წამოპარული სევდით აგრძელებენ ზემოხსენებულის განსაზღვრას.
 
P.S. საერთოდ რა შუაშია, მაგრამ თუ სიკეთეს ინატრებ სურვილის ახდენისაც აღარ შეგეშინდება.